x
image
worldsport.ge
რიბერების პრობლემები

imageმას შემდეგ, რაც ფრანგმა ფეხბურთელმა ფრენ რიბერიმ, ცოლის რჩევითა და ჩიჩინით, ქრისტეს რჯული განაგდო და ისლამი აღიარა, რიბერის არაბი ცოლი, ვაჰიბა რიბერი, ბევრ ევროპელს შესძულდა. როგორც ვაჰიბამ ცოტა ხნის წინ აღიარა, მის სახელზე არაერთი ლანძღვითა და კრულვით სავსე წერილი მიდის.
ისლამის მიღების შემდეგ, პრობლემები საკუთარ ნათესავებთან რიბერისაც შეექმნა. მიუნჰენში მოთამაშე ფრანგი შემტევის პურიტანმა ნათესავებმა ფრენკზე უარი თქვეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ რჯულშეცვლილი ნათესავის რცხვენიათ და რიბერის ნათესავად არ თვლიან.
ვაჰიბა რიბერი ამბობს, რომ ვერ წარმოედგინა, თუკი ევროპაში მათ გადაწყვეტილებს ასეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა, თორემ ქმარს ისლამის მიღებას საერთოდ არ ურჩევდა. სამწუხაროდ, ვაჰიბას ის არ უთქვამს, რა მოხდება არაბეთში მცხოვრებმა არაბმა ქრისტიანობა რომ მიიღოს...


www.worldsport.ge

0
287
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0