x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული სასაფლაო

imageამ სასაფლაოს მოსანახულებლად მთელს მსოფლიოდან ყოველწლიურად ასი ათასობით ტურისტი მოედინება, მათ საკუთარი თვალით სურთ იხილონ იმ ადამიანების საფლავები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მსოფლიო კულტურის თუ მეცნიერების განვითარებაში, ეს გახლავთ პერ-ლაშეზის სასაფლაო, რომელიც პარიზში მდებარეობს, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.სასაფლაო დაარსებულია ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ 1804 წელს.თვითონ სახელწოდება წარმოდგება მამაო პერ ლაშეზისაგან(Père Lachaise), რომელიც ლუი XIV-ის პირადი მღვდელი იყო.თავიდან სასაფლაო ქალაქიდან დაშორების გამო არ იყო პოპულარული, შემდგომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადმოეტანა მოლიერისა და ლაფონტენის ნეშთები, 200 წლის განმავლობაში დღეს-დღეობით საფლავთა რაოდენობა უკვე მილიონს მიუახლოვდა, იგი პარიზის და საფრანგეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება, აქაა კომუნარების კედელი, რომელთანაც 147 კომუნის წევრი იქნა დახვრეტილი.შორს წაგვიყვანს იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომელბიც ამ სასაფლაოზეა დაკრძალული, თუმცა ზოგიერთ მათგანს მაინც ჩამოგითვლით: პოეტი მიგელ ანხელ ასტურიასი (18991974), გვატემალელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (1967);ონორე დე ბალზაკი (1799—1850), მწერალი;ანრი ბარბიუსი (1873—1935), მწერალი;პოლ ბარასი (1755—1829), დიდი ფრანგული რევოლუციის მოღვაწე; ჟორჟ ბიზე (1838—1875), კომპოზიტორი;მარია კალასი (1923—1977)ოპერის მომღერალი; როდოლფ კრეიცერი (1766—1831), ფრანგი მევიოლინე, კომპოზიტორი და დირიჟორი;ჟან დე ლაფონტენი (1621—1695), მეიგავე; ჟან ფრანსუა ლიოტარი (1924—1998), ფილოსოფოსი–პოსტმოდერნისტი.ეტიენ მაკდონალდი (1765—1840), ფრანგი მარშალი;ამადეო მოდილიანი (1884—1920)მხატვარი;ჟან ბატისტ მოლიერი (1622—1673)კომედიოგრაფი, ივ მონტანი (1921—1991), მსახიობი;ჯიმ მორისონი (1943—1971), ამერიკელი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი, ვოკალისტი ჯგუფისა The Doors;ედიტ პიაფი (1915—1963), მომღერალი და მსახიობი;კამილ პისარო (1830—1903)მხატვარი იმპრესიონისტი; ოსკარ უაილდი (1854—1900), მწერალი;ფრედერიკ შოპენი (1810—1849), კომპოზიტორი;imageimageimage

1
262
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
262
  
2013, 4 აგვისტო, 22:48
საინტერესოა...
0 1 1