საზოგადოება მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული სასაფლაო 2013, 29 ივლისი, 9:34 ამ სასაფლაოს მოსანახულებლად მთელს მსოფლიოდან ყოველწლიურად ასი ათასობით ტურისტი მოედინება, მათ საკუთარი თვალით სურთ იხილონ იმ ადამიანების საფლავები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მსოფლიო კულტურის თუ მეცნიერების განვითარებაში, ეს გახლავთ პერ-ლაშეზის სასაფლაო, რომელიც პარიზში მდებარეობს, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.სასაფლაო დაარსებულია ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ 1804 წელს.თვითონ სახელწოდება წარმოდგება მამაო პერ ლაშეზისაგან(Père Lachaise), რომელიც ლუი XIV-ის პირადი მღვდელი იყო.თავიდან სასაფლაო ქალაქიდან დაშორების გამო არ იყო პოპულარული, შემდგომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადმოეტანა მოლიერისა და ლაფონტენის ნეშთები, 200 წლის განმავლობაში დღეს-დღეობით საფლავთა რაოდენობა უკვე მილიონს მიუახლოვდა, იგი პარიზის და საფრანგეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება, აქაა კომუნარების კედელი, რომელთანაც 147 კომუნის წევრი იქნა დახვრეტილი.შორს წაგვიყვანს იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომელბიც ამ სასაფლაოზეა დაკრძალული, თუმცა ზოგიერთ მათგანს მაინც ჩამოგითვლით: პოეტი მიგელ ანხელ ასტურიასი (1899—1974), გვატემალელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (1967);ონორე დე ბალზაკი (1799—1850), მწერალი;ანრი ბარბიუსი (1873—1935), მწერალი;პოლ ბარასი (1755—1829), დიდი ფრანგული რევოლუციის მოღვაწე; ჟორჟ ბიზე (1838—1875), კომპოზიტორი;მარია კალასი (1923—1977)ოპერის მომღერალი; როდოლფ კრეიცერი (1766—1831), ფრანგი მევიოლინე, კომპოზიტორი და დირიჟორი;ჟან დე ლაფონტენი (1621—1695), მეიგავე; ჟან ფრანსუა ლიოტარი (1924—1998), ფილოსოფოსი–პოსტმოდერნისტი.ეტიენ მაკდონალდი (1765—1840), ფრანგი მარშალი;ამადეო მოდილიანი (1884—1920)მხატვარი;ჟან ბატისტ მოლიერი (1622—1673)კომედიოგრაფი, ივ მონტანი (1921—1991), მსახიობი;ჯიმ მორისონი (1943—1971), ამერიკელი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი, ვოკალისტი ჯგუფისა The Doors;ედიტ პიაფი (1915—1963), მომღერალი და მსახიობი;კამილ პისარო (1830—1903)მხატვარი იმპრესიონისტი; ოსკარ უაილდი (1854—1900), მწერალი;ფრედერიკ შოპენი (1810—1849), კომპოზიტორი; 264 4-ს მოსწონს
|