x
image
worldsport.ge
“კარდიფი” კაპუეში 12 მილიონს იხდის

imageდიდია ალბათობა იმისა, რომ ფრანგული “ტულუზის” ნახევარმცველმა ეტიენ კაპუემ კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.
25 წლის ფეხბურთელმა საკუთარი თამაშით ევროპული კლუბების ყურადღება დიდი ხანია მიიპყრო, მაგრამ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა ამ დრომდე მის შენარჩუნებას ახერხებდა. L’Equipe-ს ინფორმაციით, ახლა ეტიენის ტრანსფერი გარდაუვალია.
კაპუეს შეძენა მადრიდის “ატლეტიკოს” სურდა, მაგრამ მერე საქმეში ინგლისის პრემიერლიგაში წლეულს აღზევებული “კარდიფი” ჩაერთო. წყაროს ცნობით, უელსურმა კლუბმა ფრანგებთან უკვე მიაღწია შეთანხმებას და ფორმალობებიღა დარჩა მოსაგვარებელი. “ტულუზი” საკუთარი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ახლავე მიიღებს, კიდევ 2 მილიონი კი, სეზონის განმავლობაში ბონუსების სახით დაერიცხება.
კაპუე “ტულუზის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად 2008 წელს იქცა. გასულ სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატის 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა.


ზურა ქსოვრელი

www.worldpsort.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0