სხვა ტესტი - გაქვთ თუ არა ინტუიცია? 2013, 26 ივლისი, 17:31 თითოეულ პასუხზე - დიახ დაიწერეთ 2 ქულა, პასუხზე - გარკვევით ვერ ვიტყვი - 1 ქულა, არა - 0 ქულა.
1. შეგიძლიათ გაიხსენოთ ორი-სამი წლის ასაკში მომხდარი მოვლენები?
2. ბავშვობაში ხშირად ფანტაზიორობდით და ოცნებობდით?
3. ბავშვობაში ზღაპრების კითხვა დიდ სიამოვნებას განიჭებდათ?
4. დღესაც გიყვართ ზღაპრების კითხვა ან ზღაპრული სიუჟეტის ფიმების ყურება? 5. ბავშვობაში გჯეროდათ, რომ არსებობდა თოვლის ბაბუა, წითელქუდა და ა. შ? 6. დღესაც გაქვთ სურვილი, იყოთ კონკია ან თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი? 7. გაქვთ სურვილი, ჰიპნოზის ძალა საკუთარ თავზე მოსინჯოთ? 8. გიჭირთ სიზმრების გახსენება? 9. გაქვთ უნარი, ნახოთ ისეთი სიზმარი, როგორიც გსურთ? 10. ხილვები თუ გაქვთ? 11. ხშირად გაქვთ შეგრძნება, თითქოს დღეს განვითარებული მოვლენები წარსულშიც მომხდარა? 12. სიზმრები ყოველთვის დეტალურად გამახსოვრდებათ? 13. ბავშვობაში და დღესაც თქვენს წარმოსახვაში არსებობს ვირტუალური მეგობარი, ცხოველი ან სხვა რამ? 14. დღის ძილი დიდ სიამოვნებას გგვრით? 15. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თვალები დახუჭოთ და საყვარელი ფილმის მთავარი მონაწილე გახდეთ? 16. წიგნის კითხვისას შეგიძლიათ, მთავარი გმირის ყველა შეგრძნება გაიზიაროთ? 17. ფანჯრიდან ცქერა მოგწონთ? შედეგები. 37-38 ქულა. ოცნებების სამყაროში ცხოვრობთ. დროა, მიწაზე დაეშვათ. წარმოსახვითი ცხოვრება რეალურთან ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდის, რაც უამრავი პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს. 16-26 ქულა. გაწონასწორებული ადამიანი ხართ. გაქვთ კარგი ინტუიცია და ხასიათისდა მიხედვით, შეგიძლიათ, ფანტაზიებში მთელი არსებით გადაეშვათ. 0 - 12 ქულა. პრაგმატული ადამიანი ბრძანდებით. წარმოსახვის უნარი თითქმის არ გაქვთ. რეალურ ცხოვრებაში ზედმეტი პრაქტიკულობა ზოგ შემთხვევაში დამღუპველია, ამიტომ ეცადეთ, ფანტაზიის უნარი განავითაროთ. 380 16-ს მოსწონს
|