ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. ამ წუთებში პარლამენტში სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც ირკვევა, დაფიქსირდა ზარი, სადაც იტყობინებოდნენ, რომ პარლამენტში ბომბი იყო. დაცვის თანამშრომლების მოწოდების შემდეგ, პარლამენტში მომუშავე ადამიანებმა შენობა დატოვეს.ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ.