x
image
worldsport.ge
ვილაშ-ბოაში: “ბეილი ალბათ ჩვენთან დარჩება”

imageლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდი უელსელ ნახევარმცველ გარეთ ბეილთან სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
“კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელსა და მის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებას აგრძელებს და სავარაუდოდ მხარეები უახლოეს მომავალში შეთანხმდებიან. დარწმუნებით რამის თქმა მიჭირს, რადგან ჯერ კონკრეტული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ იმედი ნამდვილად მაქვს”, – განაცხადა “ტოტენჰემის” დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, გარეთ ბეილის შეძენით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული და ბოლო პერიოდში არაერთგზის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერს წინ უკვე ვეღარაფერი დაუდგება. ვილაშ-ბოაში კი მაინც იმედიანადაა.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge

1
26
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
2013, 26 ივლისი, 17:08
ვაიმე რა სიმპატიური ხარ ბოვაში :P
0 1 1