x
image
ციცი
Mediator image
სალომე ქათამაძე-უნიჭიერესი ქართველი მომღერალი(+მისი პირადი ფოტოები)

image

საქართველოს სახელით, ლატვიაში, ქალაქ იურმალაში გამართულ "ახალ ტალღა 2013"-ში, ნიჭიერი მომღერალი სალომე ქათამაძე მონაწილეობს.

სალომემ დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ასევე მან დაამთავრა მუსიკალური სკოლა კლასიკური ვოკალის განხრით.

იგი არის გამარჯვებული კონკურსებისა: "ახალი ხმა", "Сhildren of Universe", "Golden talent – 2010" და ასევე "ოქროს ხმა მსოფლიოში" დიპლომის მფლობელი.

სტუდიაში მუშაობისგან და კონცერტებისგან თავისუფალ დროს სალომე მეგობრებთან ერთად ერთობა. უყვარს მოგზაურობა საქართველოს კურორტებზე. მისი ოცნებაა, რომ გახდეს მსოფლიოში ცნობილი მომღერალი და იმღეროს ისეთ ცნობილ მომღერლებთან ერთად, როგორებიც არიან სტივ უანდერი და ლეონიდ აგუტინი, რადგან ორივეს შემოქმედებას აფასებს. იგი უსმენს ბლიუზს, პოპს, სოულს...

მას არ უყვარს მომავლის დაგეგმა: სალომე ცხოვრობს დღევანდელი დღით. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ "ახალ ტალღა 2013"-ში მიიღებდა მონაწილეობას:

"მე ცოტა გავხდი და შევიცვალე სტილი".


სალომესთვის "ახალი ტალღის" კონკურსანტებიდან, ყველაზე საინტერესონი სხვადასხვა წელს, იყვნენ "დუეტი ჯორჯია" და სტოცკაია.

პირველ საკონკურსო დღეს, "მსოფლიო ჰიტის" შესრულებისას, სალომემ მაღალი ქულები დაიმსახურა და 16 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავიდა, მას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა კუბელი მომღერალი, რომელმაც მაქსიმალური შეფასება მიიღო.

მეორე საკონკურსო დღეს კი მან " დუეტ ჯორჯიასთან" ერთად "საკუთარი ქვეყნის ჰიტი" სიმღერა "ჯეირანი" შეასრულა. სალომემ მაღალი ქულები დაიმსახურა, თუ არ ჩავთვლით ტოტო კუტუნიოს 8-იანს და აგუტინის 10-იანს.

წარმატებები სალომე ქათამაძეს! ის მართლაც უძლიერესია!imageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0