x
image
worldsport.ge
ანა კურნიკოვას საეჭვო აღიარება

imageვეტერანი რუსი მეჩოგნე ქალი ანა კურნიკოვა რუსულ-უკრაინულმა ჟურნალმა მამაკაცებისთვის “დოსიემ”, უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე სექსუალურ რუს სპორტსმენად დაასახელა. ამ გამოკითხვით მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად მარია შარაპოვამ და ალინა კაბაევამ დაიკავეს.
გამოკითხვა გამოკითხვად, მაგრამ რუსულ “ფეშენ” საზოგადოებაში ამ ამბავმა ცოტა არ იყოს ქილიკი და კურნიკოვას გაქიაქება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ზემოთ აღნიშნული ჟურნალის ერთ-ერთი მფლობელი და მეწილე თავად კურნიკოვაა. ამიტომ, ალბათ მართლაც ცოტა უხერხულია, როდესაც ჟურნალი ყველაზე სექსუალურ და გამორჩეულ ქალად თავის მფლობელს ასახელებს. საკუთარი თავის აღიარებას რა უნდა...


www.worldsport.ge

0
708
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0