x
image
worldsport.ge
მარტინო “ბარსელონასთან” ორწლიანს გააფორმებს

image“ბარსელონამ” ხერარდო მარტინოსთან შეთანხმებას მიაღწია და არგენტინელი სპეციალისტი კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ესპანური პრესის ინფორმაციით, კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ბარსელონაში ოთხშაბათს ჩავა, ხოლო ხუთშაბათს “ბარსელონას” თავკაცად ოფიციალურად წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ მარტინო მიუნხენში “ბაიერნისა” და “ბარსელონას” ამხანაგურ მატჩს არ დაესწრება. გუნდს გერმანიაში ჟორდი როურა და რუბი უხელმძღვანელებენ.
50 წლის მარტინო, რომელიც ბოლოს “ნიუელს ოლდ ბოიზში” მუშაობდა, “ბარსაში” ტიტო ვილანოვას შეცვლის.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0