საზოგადოება ლუდის კონკურსზე გაიმარჯვა და მოკვდა 2013, 22 ივლისი, 15:38 ესპანეთში ლუდის სწრაფი სმის კონკურსზე 45 წლის მამაკაცმა გაიმარჯვა, მან 20 წუთში 6 კათხა დალია, ცოტა ხანში თავი ცუდად იგრძნო და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, იქ მას გული გაუჩერდა, იუწყება Korrespondent.net.მამაკაცის სიკვდილის შემდეგ სამდღიანი ლუდის ფესტივალი შეწყდა, იგი 22 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო, აგრეთვე ხეა ტრუიოლში სან დღიანი გლოვა გამოცხადდა, 2010 წელს ანალოგიური მოხდა პერუს ლუდის ფესტივალზე, "ვინ დალევს ჩემზე სწრაფად", მაშინაც გამარჯვებული გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 5 კაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 75 4-ს მოსწონს
|