x
image
worldsport.ge
პერუში, თამაშისას 18 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

imageტრაგედია მოხდა პერუს ჩემპიონატში, "სპორტინგ კრისტალისა" და "რეალ გარსილასოს" შეხვედრის 85-ე წუთზე. "სპორტინგ კრისტალის" 18 წლის მცველი ხაირ კლავიხო უგონოდ დაეცა და ექიმებმა ვერაფერი უშველეს - გული გაუჩერდა და სიკვდილი საკმაოდ სწრაფად დადგა.
ისე, აღსანიშნავია, რომ თამაში ზღვის დონიდან 3100 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა. კლავიხო ერთ-ერთ პერსპექტიულ მცველად მიიჩნეოოდა პერუში და 20-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

1
113
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
113
  
2013, 22 ივლისი, 16:07
კიდევ ერთი შემთხვევა...:(
0 1 1