x
image
worldsport.ge
მარია სოლედადის ავტრალიური ამბები

imageახლახანს პსჟ-ში გადაბარგებული ურუგვაელი ფეხბურთელის, ედისონ კავანის მეუღლე, მარია სოლედადი, ამასწინათ თავის დასთან, ლილიანასთან ერთად ავსტრალიაში იმყოფებოდა და “მწვანე კონტინენტიდან“ დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებიც გააცნო.
მარია სოლედადი ძალიან სწუხს იმაზე, რომ მის ქმარს საზაფხულო შესვენების გარდა, თითქმის არასოდეს აქვს მოგზაურობის დრო და დაძაბული სპორტული რეჟიმის გამო ბევრ კარგავს. მარია წუხდა იმაზეც, რომ “ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მის მეუღლეს, როგორც გუნდის ლიდერს, პრივილეგიას არ ანიჭებდა და იმედი აქვს, რომ ეს სიტუაცია ახლა მაინც გამოსწორდება.
მარია სოლედადსა და მის დაიკოს, ავსტრალიაში ტურისტული მიზნით ჩასვლის დროს, მიუვალ ტყეებსა და თვალუწვდენელ სტეპებში უმოგზაურიათ. როგორც მარია ამბობს, ეს მისი და მისი დის ბავშვობის ოცნება იყო და ბედნიერები არიან იმით, რომ ეს ოცნება აისრულეს.
www.worldsport.ge

1
80
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
80
  
2013, 21 ივლისი, 19:20
აუ ეს კავანი ფულს დახამდა...წამოსულიყო რეალში ნომერ პირველ გუნდში ითამაშებდა,როგორ ვერ ვიტან ესეთ ხამ ხალხს...
0 1 1