გასული წლის აგვისტოში, ჯესიკა მეორედ გახდა დედა და
სულ რამოდენიმე თვე დასჭირდა საიმისოდ, რომ ჩვეულ ფორმაში დაბრუნება მოეხერხებინა.
ზედმეტი 14 კილოგრამიდან დიდი ნაწილი, ვარსკვლავმა მშობიარობიდან უახლოეს ერთ თვეში
დაიკლო, თუმცა საკუთარი ფიგურის საბოლოო დახვეწას, იგი ცნობილ ჰოლივუდელ მწვრთნელს
რამონა ბრაგანზას უმადლის.
რამონა ძალზე პოპულარული პერსონაა სელებრითებს შორის. საქმე
იმაშია, რომ ამ ქალმა სპეციალური კვების რაციონი შეიმუშავა, რომელიც განკუთვნილია ახალბედა
დედებისთვის, პოსტსამშობიარო ზედმეტ წონასთან საბრძოლველად. რამონას დიეტას სხვანაირად
„3+2+1“ ეწოდება, რაც შემდეგნაირად იშიფრება-სამი სრულფასოვანი კვება დღის განმავლობაში,
ორი ლანჩი და ერთი ლიტრი წყალი მთელი დღე. ამასთან ერთად ამ დროს ტაბუ ადევს ისეთ საკვებს,
როგორიცაა ცომეული, ცხარე სოუსები, ტკბილეული, ასევე შეზღუდულია მარილის და შაქრის
მიღებაც. დღის მენიუ ძირითადად ბოსტნეულის, თევზეულის და უცხიმო ხორცისგან შედგება,
ისე რომ მისმა საერთო კალორაჟმა 1700 კალორიას არ უნდა გადააჭარბოს.