x
image
ციცი
Mediator image
სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე ბათუმში ერთად ისვენებენ?
image

სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილი იყო ერთ დროს. მაგრამ ისინი დაშორდნენ... და მათი დაშორების მიზეზი ბევრი ჭორის საბაბი გახდა.


სალომეს და გიგის დაშორების მიზეზად კი მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს თვლიდნენ, რომელთანაც სალომე "ცეკვავენ ვარსკვლავების" სატელევიზიო პროექტში წყვილში ცეკვავდა. ამ ჭორს კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოებაც, რომ გიორგი ვარდოსანიძეც დაშორდა იმ პერიოდში თავის შეყვარებულს.image

იყო უამრავი ჭორები მათ შესახებ, გიგისაც აწყვილებდნენ სხვა ცნობილ გოგონებთან და ასევე, სალომეს შესახებ განსაკუთრებით მამულიჩასთან გადაღებულმა სკანდალურმა ფოტომ ბევრი აალაპარაკა მათ რომანზეც.image

მაგრამ, გიგი და სალომე ამ ჭორებს უარყოფდნენ.


ხოლო რაც შეეხება ახალ ჭორს, რომ ისინი შერიგდნენ და ბათუმში ისვენებენ, მათ ესეც უარყვეს.

მართალია სალომე და გიგი ბათუმში ერთად იმყოფებიან, მაგრამ როგორც გიგიმ აღნშნა ჟურნალ "რეიტინგის" ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში, მათ სტუდიის ბავშვები ყავთ წაყვანილი ზღვაზე და ავარჯიშებენ. რაც შეეხება სალომეს და მათ ურთიერთობას, ისინი მხოლოდ მეგობრობენ და არ შერიგებულან. თუმცა გიგიმ აღნიშნა, რომ ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა რთულია და ზოგჯერ ამასაც უნდა გავუძლოთო. გიგიმ თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ისურვა და არ დაკონკრეტა არის თუ არა მის ცხოვრებაში ვინმე.

სალომე ჭაჭუამაც აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ საქმეზე არიან წამოსულები ბათუმში და არ შერიგებულან. ხოლო რაც შეეხება სალომეს პირად ცხოვრებას იგი მარტოა და არავინ ყავს.


imageimage

0
220
2-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0