x
image
worldsport.ge
კოუტინიო: “წლეულს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ”

image“ლივერპულის” ბრაზილიელ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს სჯერა, რომ ახალმოსული ფეხბურთელები გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარებიან.
“გასული სეზონი არცთუ ცუდად დავამთავრეთ, ზაფხულში კი კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. ვიმედოვნებ, მომავალ ჩემპიონატს პირველ ოთხეულში დავამთავრებთ. ვარჯიშები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც ტურნირის გრძელ დისტანციაზე სასიკეთოდ წაგვადგება”, – უთხრა კოუტინიომ “ლივერპულის” ოფიციალურ ვებგვერდს.
ზაფხულში “წითლებმა” მეკარე სიმონ მინიოლე (“სანდერლენდი”), მცველი კოლო ტურე (“მანჩესტერ სიტი”), ნახევარმცველი ლუის ალბერტო (“სევილია”) და თავდამსხმელი იაგო ასპასი (“სელტა”) დაიმატეს. იჯარიდან დაბრუნდა ჯეი სპირინგი. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო “ლივერპულში” გასულ ზამთარში გადავიდა და პრემიერლიგის 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0