x
image
ბესო დანელია
იუმორის გრძნობის გამომუშავება შესაძლებელია

image

ადამიანი, რომელსაც იუმორის გრძნობა არ გააჩნია, ცხოვრებას მეტისმეტად რაციონალურად უყურებს. ასეთი სერიოზულობა ხელს უშლის სიცოცხლით დატკბეს, სტრესები ძნელად გადააქვს, ნერვიულობს იქ, სადაც სხვები იღიმიან. შეიძლება თუ არა იუმორის გრძნობის განვითარება? ყველაზე თავგამოდებული ხუმრობაც კი ვერ გასწავლით ხუმრობას, თუ ცხოვრების მიმართ დამოკიებულებას არ შეიცვლით. არსებობს შინაგანი და გარეგანი იუმორის გრძნობა. შინაგანი ეს არის განსაკუთრებული უნარი, ნიჭი ნებისმიერ სიტუაციაში რაღაც კარგი დაინახო სწორედ ეს ითვლება საფუძვლად. თუ ასეთი ნიჭი ადამინს აქვს, გამოვლინდება. მეტი ურთიერთობა გქონდეთ ადამიანთან, რომლებსაც პოზიტიურად აზროვნება შეუძლიათ. სხვათა შორის, ყველაზე უკეთესად ასეთ როლში ბავშვები გამოდიან. თუ შვილები არ გყავთ, დასვენების დღეს მეგობრის ან ნათესავის შვილი წაიყვანეთ, მაგალითად, ზოოპარკში. დააკვირდით, ბევრ წვრილმანზე ბავშვი როგორ ცოცხლად და ხალისიანად რეაგირებს. მისგან ისწავლეთ გაოცება, სიცილი. ხალხის რეაქციას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. შეწყვიტეთ თავის აღქმა ძალიან სერიოზულად. გაიხსენეთ სასაცილო სიტუაციები, რომლებშიც მოხვდით. ახლობლებს, მეგობრებს სთხოვეთ, თქვენი ნატურის სასაცილო მხარეების შესახებ მოყვნენ. იუმორის გრძნობა, რომ გამოვლინდეს, მნიშვნელოვანია ერუდიციაც და ლექსიკური მარაგიც. მოსინჯეთ სახლში კალამბურებზე იმუშავოთ. უბრალოდ სიტყვების თამაშით დატკბით. მახვილგონიერებაში ვარჯიში ფარული პოტენციალის გაღვიძებაში დაგეხმარებათ.

2
188
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
188
  
2013, 10 ივლისი, 19:05
კარგი სტატიაა
2013, 10 ივლისი, 16:50
გულწრფელად მეცოდება ადამიანი, რომელსაც სხვაზე და საკუთარ თავზე იუმორით ყურება არ შეუძლია. უბრალოდ, ძალიან დაიტაჯება.
0 1 2