x
image
ბესო დანელია
წვიმა

image

ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ წვიმაზე. ყველა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის რა არის წვიმა, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი წვიმის სესახებ, მაგალითად ტაილანდში მხოლოდ ღამით წვიმს, კუბაში - სიესტის დროს. შტატ ოჰაიოში არის ქალაქი უიანბერგი. აქ 100 წლის მანძილზე ყოველ 29 ივლისს წვიმს. გასაოცარია, არა? პორტუგალიაში წვიმა სამსახურის გაცდენის საპატიო მიზეზია. ბოსტვანაში ფულს "წვიმა" ქვია, ერთმანეთს კი მისალმებისას ეუბნებიან "პულა" - წვიმა. გაგიკვირდებათ და წვიმის დროს შეიძლება არ დასველდეთ. იცით სად? უდაბნოში, რადგან წვიმის წვეთები მიწამდე ვერ აღწევენ - ჰაერშივე ორთქლდებიან. ისეც ხდება, რომ წვიმის ნაცვლად სეტყვა მოდის. მაგალითად, 1986 წელს ქალაქ გოპალგანჯში მოსული სეტყვის დროს 92 ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი სეტყვის ბურთულის ზომამ ერთ კილოგრამს გადააჭარბა. მე-17 საუკუნეში ამინდის შეცდომით პროგნოზირებისათვის სინოპტიკოსს სიკვდილით სჯიდნენ. დარტსიც წვიმის წყალობით გაჩნდა. დღესდღეობით წვიმის გამოწვევა ხელოვნურადაც შეიძლება ამისთვის ღრუბელზე სხვადასხვა რეაგენტებს ყრიან, მაგალითად მშრალ ყინულს. რადიოთი ამინდის პროგნოზის აუცილებლობა წვიმამ გამოიწვია. ერთ-ერთი რადიოს მფლობელი ძლიერ წვიმაში მოყვა და ამის შედეგ შექმნა სპეციალური პროგრამა ამინდის შესახებ. რომელიც დღეში რამდეჯერმე გამოდიოდა.



image

4
417
19-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
417
  
2013, 2 მარტი, 10:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 17 თებერვალი, 14:45
ძალიან საინტერესოა არ ვიცოდი ნამდვილად !!
2013, 17 თებერვალი, 10:38
კი ნადვილად
2013, 17 თებერვალი, 10:36
"ტაილანდში მხოლოდ ღამით წვიმს, კუბაში - სიესტის დროს. შტატ ოჰაიოში არის ქალაქი უიანბერგი. აქ 100 წლის მანძილზე ყოველ 29 ივლისს წვიმს."- მართლა საოცარი ფაქტებია
0 1 4