x
image
ბესო დანელია
დოლარის ნიშანი

დოლარის ნიშანი

დოლარის ნიშნის გაჩენის შესახებ ერთნაირი აზრი არ ასებობს. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ როდესაც ესპანელებს ამერიკული კოლონიებიდან ოქროს ზოდები გაჰქონდათ, მათზე "S" ნიშანს სვამდნენ ქვეყნის პირველი ასო-ნიშნის მიხედვით- Spain). ზოდების ესპანეთში ჩატანის შემდეგ მათ ერთ ვერტიკალურ ხაზს უსვამდნენ, ხოლო კოლონიაში გადაგზავნისას - კიდევ ერთ ხაზს.
განსხვავებული ვერსიის თანახმად, დოლარის ნიშნისკენ გზა ასეთი იყო: სიტყვა "პესო" იკვეცებოდა პირველ ასო-ნიშნამდე "P". მის მარჯვენა ნაწილს ემატებოდა პატარა ასო-ნიშანი "s" - ის მიუთითებდა მრავლობით რიცხვს. თანდათან "P" -სგან მხოლოდ ერთი ვერტიკალური ხაზი დატოვეს და მის გვერდში "S" -ს წერდნენ.
არსებობს აზრი, რომ დოლარის ნიშანი არის ჰერკულესის ბოძები, რომელზეც ლენტია შემოხვეული - ანუ ესპანეთის გერბი, რომელიც სიდიადის და ძალაუფლების, ასევე ფინანსური სტაბილურობის და შეურყველობის სიმბოლოა.image
ყველაზე გავრცელებული ვერსიით 1778 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ოლივერ პოლოკმა პირველად გამოიყენა ეს ნიშანი ბუღალტრულ დავთრებში. ინგლისელი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლისას პოლოკი ამერიკულ ჯარს ტყვიებით ამარაგებდა, ესპანელებისგან იარაღს ყიდულობდა და ვაჭრობას პესოებში ეწოდა. მოგების თანხების ბუღალტრულ წიგნებში იწერდა P და S ნიშნებით. ამგვარად პოლოკმა გააგრძელა ესპანელების მიერ დამკვიდრებული კოლონიური ტრადიცია. დროთა განმავლობაში ამ ნიშანმა მიიღო ერთი ან ორი ხაზით გადასმული S სახე. პოლოკი თავის ანგარიშებს ამერიკელ კონგრესმენს რობერტ მორისს წარუდგენდა ხოლმე, სწორედ მან, პირველად გამოიყენა დოლარის ნიშნის ამგვარი აღნიშვნა ოფიციალურ დოკუმენტებში. რამდენიმე წლის შემდეგ - 1786 წელს - დოლარი აშშ-ს ეროვნული ვალუტა გახდა.

image

6
244
16-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
244
  
2013, 6 ივნისი, 12:27
ყოჩაღ... კარგი სტატიაა!
2013, 6 ივნისი, 10:10
მადლობა!
2013, 6 ივნისი, 10:09
რისთვის შემოიხედა ვინც იყო,თუ არ უნდა მოეწონებინა სტატია???კარგია ბესო -შოთა თუ :D:D:D
2013, 6 ივნისი, 10:09
საინტერესოა ბრატ!
2013, 6 ივნისი, 10:08
საღოლ შოთა, კაი სტატია იყო
0 1 6