x
image
ბესო დანელია
თოვლიანი სეზონის სიახლეები

imageთოვლმავლის შექმნის იდეა იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა ადამიანი მიხვდა რომ, თოვლში გადაადგილება არც ისე ძნელი იქნება, თუ ამაში რამე მოწყობილობას დაიხმარს. კანადა, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატები და სკანდინავიის ქვეყნები სწორედ ის ადგილებია სადაც ამგვარი სატრანსპორტო საშუალებები საჭიროცაა და ყველაზე გავრცელებულიც. მწარმოებლები ყოველ სეზონზე საუკეთესო მახასიათებლების მქონე თოვლმავლებს სთავაზობენ მომხმარებელს. იხვეწება და უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ხდება ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებები. ახალი მოდელების შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამონაბოლქვისა და ხმაურის შემცირების საკითხებს. თოვლმავალი დიდი პოპულარობით სარგებლობს ექსტრემალური სპორტისა და დასვენების მოყვარულთა შორის. ასე რომ, დღეს ის აღარ გამოიყენება როგორც მხოლოდ ყოფითი საშუალების სატრანსპორტო საშუალება. ამჟამად მსოფლიოში თოვლმავლის რამოდენიმე საშუალება არსებობს: უტილიტარული, ტურისრული, სპორტული, სამთო, ჰიბრიდული (რომელშიც შერწყმულია სპორტულისა და სამთო თოვლმავლების მახასიათებელები), საბავშვო. ერთ-ერთი დამოუკიდებელი ინტერნეტპროექტის ექსპერტებმა 2008 წლის სამოდელო ხაზინიდან Polaris 800 Dragon RMK საუკეთესოდ აღიარეს, მათი განმარტებით, დიდი სიმძლავრის, უნიკალური ჩარჩოსა დაკიდების შეხამებით 800 Dragon RMK ყველაზე მოსახერხებელი თოვლმავალია. ეს არის სატრანსპორტო საშუალება, რომლიოთაც წარმატებით გადალახავთ გზის ნებისმიერ მონაკვეთს ნებისმიერი ამინდის პირობებში და ამასთანავე მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნობთ თავს. საკმაოდ მძლავრი და მსუბუქი, მომხმარებლის ინტერესებს მორგებული და საუკეთესო დიზაინით - ეს Polaris 800 Dragon RMK-აა.imageimage

3
26
17-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
26
  
2012, 27 დეკემბერი, 18:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 27 დეკემბერი, 17:37
დიდი მადლობა შეფასებისთვის!
2012, 27 დეკემბერი, 17:31
ბატონო ბესო, ეს პატარა სტატია,როგორც თქვენი ყველა სტატია, საოცრად ინფორმატიული და საინტერესოა
0 1 3