x
image
ბესო დანელია
ცოტა რამ რეკლამის შესახებ

image

ამ სტატიაში გესაუბრებით ზოგადად რეკლამის შესახებ. რეკლამა ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დიდი ძალებით ებრძოდა მას, ქალაქის კედლები აჭრელებული იყო მონების, პირუტყვის გაყიდვის, გლადიატორების ბრძოლების და სხვა სარეკლამო განცხადებებით. გარდა ამისა, იურიდიული მომსახურების რეკლამა ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთში. დღესდღეისობით თითქმის ყველა კინოფილმში გამოყენებულია დაფარული რეკლამა, რომელიც კარგ შემოსავალს იძლევა. ამის მიუხედევად, კვენტინ ტარანტინო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამგვარ რეკლამას და მისი ფილმების გმირები გამოგონილი მარკის - "RED APPLE" სიგარეტს ეწევიან ხოლმე. თავდაპირველად, 1923 წელს შექმნილი წარწერა კლდეზე HOLLYWOODLAND ლოს ანჯელესის ახალი საცხოვრებელი კვარტალების რეკლამა იყო და მისი დემონტაჟი წელიწადნახევრის შემდეგ იგეგმებოდა. მოგვიანებით გადაწყვიტეს წარწერა დაეტოვებინათ, მაგრამ ბოლო ოთხი სიმბოლო მოაცილეს.
2003 წელს პრაღაში გაიმართა მასშტაბური სარეკლამო კამპანია, რომელიც ეძღვნებოდა დიდი სუპერმარკეტის - "ჩეხური ოცნება" გახსნას, აქ განსაკუთრებით დაბალი ფასები იყო. საზეიმო გახსნის შემდეგ სუპერმარკეტის წინ შეგროვილი 3000 ადამიანი შესასვლელისკენ დაიძრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სუპერმარკეტი შუა მინდორში მდგარი უზარმაზარი ბანერი იყო. ეს აქცია ორმა-სტუდენტმა რეჟისორმა დაგეგმა და ფილმი გადაიღო.
მნიშვნელოვნად გაიზარდა "ალკაზელცერის" აბების გაყიდვა, მას შემდეგ, რაც რეკლამაში ერთის ნაცვლად ორი აბი ფიგურირებს. ამავე ხრიკს იყენებენ საღეჭი რეზინის და სხვა პროდუქტების რეკლამირებისას.
XVIII საუკუნის საფრანგეთში კარტოფილის გავრცელებისთვის ანტუან პარმატიემ შემდეგ ხრიკს მიმართა. დღისით კარტოფილის ნარგავებთან დაცვას აყენებდა, ღამით კი დაცვას ხსნიდა და ამით საშუალებას აძლევდა მეზობლებს მოეპარათ "ძვირფასი" მცენარე .
რეკლამის სამყაროშიც მყარდება რეკორდები: ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო რგოლის ბიუჯეტი ჰოლივუდის საშუალო ბლოკბასტერის ბიუჯეტს უტოლდება. ნიკოლ კიდმანი გადაიღეს ცნობილი სუნამოს რეკლამაში Chanel #.5: The Film - ასე ჟღერს სარეკლამო რგოლის სრული სახელწოდება. სარეკლამო ინდუსტრიაში იგი ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება - მისი ბიუჯეტი 44 მილიონ დოლარს შეადგენს. ნიკოლ კიდმანმა რგოლში გადაღებისთვის, ამ ბიზნესის არსებობის ისტორიაში, ყველაზე დიდი ჰონორარი - 4 მილიონი დოლარი მიიღო. ამგვარად ნიკოლ კიდმანი Chanel #.5 - მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სახეა, ხოლო თავად Chanel #.5 - მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი არომატია პარფიუმერიის სამყაროში.

10
74
19-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
74
  
2013, 21 მარტი, 20:46
რას იზამ ხება ხოლმე :)
2013, 21 მარტი, 20:46
გაიხარე დიდიდ მადლობა !
2013, 21 მარტი, 20:44
მაგარია)
2013, 19 მარტი, 21:36
საინტერესოა
2013, 19 მარტი, 2:14
შესანიშნავი სტატიაა ბესო - ყოჩაღ (y)
2013, 19 მარტი, 2:14
საშინელებაა რა ასეთ შესანიშნავ სტატიას ასე მცირე მნახველი ჰყავდეს და რაღაც იდიოტობებს ათასობით :(
2013, 18 მარტი, 23:06
გაიხარეთ
2013, 18 მარტი, 22:18
კარგია, როგორც ყოველთვის!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10