x
image
ბესო დანელია
რაშია წარმატების საიდუმლო?

imageპოზიტიური აზროვნება ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მიღწევაში აუცილებეილი პირობაა, მაგრამ ზოგჯერ სურვილი არ გვაქვს ან არ შეგვიძლია პოზიტიურად ვიფიქროთ. როგორ ვაიძულოთ თავი, რომ ამ ტალღაზე გადავერთოთ? ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი პრინციპი - ეს არის კარგი ჩვევების ათვისება და მათი ავტომატურობამდე დაყვანა. წარმატების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხელოვნების ცოდნა. ურთიერთობამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს თქვენც და იმასაც, ვისთანაც ურთიერთობთ. წარმატებული ადამიანი ისაა, ვისაც გაცნობა, მოწონება, საუბრის წარმართვა, კითხვების დასმა შეუძლია. თავდაჯერებულობის არქონა წინსვლაში ხელის შემშლელია. როგორ გადავლახოთ ის? დასაწყისში გაარკვიეთ რით არის გამოწვეული, რაიმე ობიექტური მიზეზები არსებობს თუ არა. თუ შესაძლებლობა არ არის საკონსულტაციოდ ფსიქოლოგს მიმართოთ, მაშინ თქვენი პრობლემები კეთილმოსურნე ნაცნობს ან მეგობარს გაუზიარეთ. გულს ნუ გადაუშლით მას, ვინც თქვენ ყველა გადაწყვეტილებას იწონებს. თუ გსურთ შეიცვალოთ, ენერგიულ, საქმიან ადამიანებთან იქონიეთ ურთიერთობა და ეცადეთ, მათ მიბაძოთ. მათი სიარულის მანერა, ჟესტები, ურთიერთობის წესები და ფორმები ისწავლეთ.

0
32
8-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0