ამერიკული ტაბლოიდები მას „მოდის კანონმდებელს“ უწოდებენ,
საკუთარი ყველასგან გამორჩეული ჩაცმის სტილის და არაოდრინალური გარდერობის გამო.თუმცა
„sex and the city“-ს ვარსკვლავი, რეალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე უბრალოდ და სადად
გამოიყურება და სულაც არ ბრწყინავს მაინც და მაინც განსაკუთრებული ვარსკვლავური იმიჯით.
შესანიშნავი მეოჯახის და მართლაც, რომ სამაგალითო დედის, სარა ჯესიკა პარკერის საყვარელი
სამოსი გახეხილი ჯინსები, განიერი სვიტერი და პრაქტიკული უგებია. როგორც ინტერვიუებში
ამბობს, სამი შვილის პატრონს ჩაცმა-დახურვაზე ბევრი ფიქრისთვის იშვიათად სცალია და
მისი ესოდენ პოპულარული სტილიც, რომელსაც ამდენი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა მსოფლიოში,
ძირითადად სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგია. თავის 44 წლის ასაკში, სარა კატეგორიული
წინააღმდეგია ყოველგვარი ქირურგიული ოპერაციის და თვლის რომ არასოდეს გადაიკეთებს თავს
ხელოვნურად.
„საკუთარი გარეგნობის მიმართ ილუზიები არც არასოდეს მქონია, უფრო მეტიც
უკვე თინეიჯერობისას შევაგუე ჩემი თავი იმ აზრს რომ ჩემგან სილამაზის. დედოფალი არასოდეს
დადგებოდა“-სიცილით იხსენებს ვარსკვლავი.
თუმცა გარეგნობას არასოდეს შეუშლია მისთვის
ხელი იმაში, რომ წლების მანძილზე ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცებისთვის დაეხვია
თავბრუ, მათ შორის იყვნენ ნიკოლას ქეიჯი, რობერტ დაუნი უმცროსი და სხვები. თუმცა საბოლოოდ
ცოლად, მაინც თავის დიდი ხნის მეგობარს მსახიობ მეთიუ ბროდერიკს გაყვა და მათი ქორწინება, აგერ
უკვე 12 წელიწადს ითვლის თავისი სამი შვილით-ერთი ბიჭით და ტყუპი გოგონებით, რომლებიც
პაპარაცების ობიექტივში დაბადებიდანვე აქტიურად ხვდებიან. მოუხედავად გარეგნული სისათუთისა
და სინაზისა, სარა ჯესიკა პარკერს ხასიათი შეიძლება ითქვას რომ ძალზე პრინციპული და
მტკიცე აღმოაჩნდა. სწორედ ამ ხასიათის დახმარებით, იგი უკვე 12 წლის ასაკიდან იქცევდა
პუბლიკის ყურადღებას მიუზიკლებსა და სერიალებში განსახიერებული როლებით. ხოლო, სერიალ
"sex and the city“-ში ქეით ბრედშოუს როლის შემდეგ კი ეს „მახინჯი
იხვის ჭუკი“ უკვე კანონიერად აღიარეს, ვარსკვლავად და მოდის კანონმდებლად. როგორც ჩანს,
ნებისმიერი გარეგნობით შეიძლება წარმატების მიღწევა, მთავარია შინაგანი რწმენა და საკუთარი
თავის პატივისცემა, ისეთი როგორიც ჰოლივუდის ამ მინიატურულ ქალბატონს გააჩნია.