სხვა როდის გაჩნდა ყველაზე პირველი ბანკი მსოფლიოში 2013, 1 ივლისი, 11:12 ალბათ ახლა ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი ცხოვრება ბანკის და საბანკო სისტემების გარეშე. მაინც როდის გაჩნდა პირველი ბანკი მსოფლიოში? სანამ ცივილიზაცია განვითარდებოდა, რა თქმა უნდა, მანამდე არ იყო ბანკი, მაგრამ ადამიანები ხშირად იღებდნენ სესხს ან კრედიტს, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ფარავდნენ. კრედიტორები არსებობდა ბაბილონში და ძველ საბერძნეთში. პირველი პროფესიული ბანკები გაჩნდა დიდი რომის იმპერიის დროს. საინტერესო ის არის რომ, იმდროინდელი ბანკები, რეალურად არ განსხვავდება მიმდინარე თანამედროვე საბანკო სისტემისგან. ბანკების საქმიანობა რეგულირდებოდა რომის სამართლის მიხედვით. სხვათაშორის ქრისტიანული რელიგია, რომელმაც შეცვალა კერპთაყვანისმცემლობა, ძალიან მტრულად იყო განწყობილი საბანკო სისტემის მიმართ. დღესდღეობით ყველაზე ძველ ბანკად ითვლება ინგლისის ბანკი - Bank of England. იგი 1694 წელს არის დაარსებული. 827 5-ს მოსწონს
|