“მანჩესტერ სიტი” “სუონსის” 27 წლის თავდამსხმელის, ესპანელი მიჩუს შეძენას შეეცდება. მიწვევის მთავარი ინიციატორი ქალაქელთა ახალი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ყოფილა – წერს ესპანური AS. პელეგრინი მიჩუს “იუვენტუსში” წასული კარლოს ტევესის შემცვლელად მოიაზრებს.
შეგახსენებთ, რომ მიჩუმ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა გასული პრემიერლიგის გათამაშებაში, ის მიქაელ ლაუდრუპის სიმპათიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და 35 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
სოლომონ გულისაშვილი
www.worldsport.ge