x
image
natia.a
მაკდონალდსის ახალი უჩვეული სარეკლამო რგოლები
2013 წლის ივნისის დასაწყისში კომპანია მაკდონალდსმა სამი ვიდეო რგოლი გამოუშვა თავისი ახალი სარეკლამო კამპანია, MyBurger-ის ფარგლებში. ამავე კამპანიის ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი, სადაც მომხმარებლებს საშუალება ეძლეოდათ ახალი ჰამბურგერის რეცეპტი შეექმნათ. ამგვარად გამოვლენილი სამი გამარჯვებული ბურგერი რესტორნის მენიუში შევიდა.


imageimageimageახალი ბურგერებისთვის სარეკლამო რგოლების გასაკეთებლად შეირჩა შვედური სტუდია Piñata, რომელმაც ანიმაციისა და ილუსტრაციის განსხვავებული მეთოდების გამოყენებით სარეკლამო რგოლებში სხვადასხვა სტილი გააერთიანა."ვიდეოებში თავმოყრილია ანიმაციური ეფექტები, 2D და 3D ელემენტები, მაგიისა და მოდელირების ეფექტები", - აცხადებს მიკო ვორმალა, სტუდია Piñata-ს ანიმატორი, "ჩვენი მიზანი იყო, ყველა გამოყენებული მეთოდი ერთმანეთთან ჰარმონიაში ყოფილიყო", რაც მოახერხეს კიდეც.


ამგვარად შეიქმნა სარეკლამო რგოლები მაკდონალდსის ჩვეულებრივი მომხმარებლების მიერ შეთავაზებული სამი ახალი ბურგერისთვის: Nam's, Hevikana და Mc Smokey chili


ნახეთ სარეკლამო რგოლები და თავად შეფასეთ.



1.





2.



3.


0
36
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0