სხვა ყველაზე ლამაზი ინდოელი მსახიობი ქალები 2013, 28 ივნისი, 10:43 ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე ლამაზი ინდოელი მსახიობების ტოპ ათეული. საქართველოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც ბოლივუდის ფილმები ძალიან მოსწონთ. მაშ ასე, დავიწყოთ.
1. აიშვაირა რაი. ალბათ მისი პირველ ადგილზე დაყენება არავის არ უკვირს, ის არამარტო ინდოეთის, არამედ, ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალია. იგი დაიბადა 1973 წლის 1 ნოემბერს. არის მსახიობი და ფოტომოდელი. 1994 წელს გაიმარჯვა მის მსოფლიოზე. ის არის პირველი ინდოელი ქალი, რომლის ცვილის ფიგურაც მადამ ტუსოს მუზეუმშია განთავსებული.
2. დიპიკა პადუკონე. დაიბადა 1886 წლის 5 იანვარს კოპენჰაგენში, დანიაში. არის მსახიობი და სუპერმოდელი. მისი მონაწილეობით ფილმები ინდოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 3. დია მირზა. დაიბადა 1981 წლის 9 დეკემბერს. 2000 წელს მეორე ადგილი დაიკავა მის მსოფლიოს კონკურსზე. 4. შინა შახაბადი. დაიბადა 1988 წლის 21 ნოემბერს. არის დამწყები მსახიობი. 5. შაზან პადამსი. დაიბადა 1987 წლის 8 დეკემბერს მუმბაიში. არის დამწყები მსახიობი და მოდელი. 6. ბიპაშა ბასუ. დაიბადა 1979 წლის 5 მაისს. პროფესიით არის მსახიობი და მოდელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის არამარტო ინდოეთში ითვლება წარმატებულ მოდელად, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 7. ამრიტა რაო. დაიბადა 1981 წლის 17 ივნისს. ითვლება ერთ-ერთ მოთხოვნად მსახიობად ინდოეთში. 8. სონამ კაპური.დაიბადა 1985 წლის 9 ივნისს. პროფესიით არის მსახიობი და მოდელი. იგი ბოლივუდის ცნობილი მსახიობის ანილა კაპურის შვილია. 9. სონალი ბენდრე. დაიბადა 1975 წლის 1 იანვარს ბომბეიში. პროფესიით არის მსახიობი და ფოტომოდელი. 10. ნეხა შარმა. დაიბადა 1987 წლის 21 ნოემბერს. არის მოდელი და მსახიობი. 1877 4-ს მოსწონს
|