სხვა გურამ საღარაძის ცხოვრება (+ბევრი პირადი ფოტო) 2013, 28 იანვარი, 22:38 როგორც იცით ბატონი გურამი სულ ახლახანს გარდაიცვალა. გთავაზობთ მისი ცხოვრების ისტორიას.
ცნობილ ქართველ მსახიობ გურამ საღარაძის ცხოვრებაში მრავალი ბედნიერი და ლამაზი დღე იყო, თუმცა მის ცხოვრებაში სევდაც ბევრი იყო. თაყვანისმცემლებით, წარმატებებითა და ტაშით განებივრებული მსახიობი თბილისში, საუკუნეგამოვლილ სახლში, აღმაშენებლის (ყოფილი პლეხანოვის) ქუჩაზე ცხოვრობდა და თავს ნამდვილ პლეხანოველს უწოდებდა.
ბატონი გურამის მეუღლე 18 წლის უკან დაიღუპა. მეუღლე ძალიან უყვარდა. სახლის კედლებზე, კარადის თაროებზე, ქალბატონი ტატიანას უამრავი ფოტო ჰქონდა გამოფენილი.
გურამ საღარაძის მთელი ცხოვრება ღრმა ადამიანური განცდებითა და გრძნობებით იყო სავსე. ყველაზე დიდი სიხარული მაშინ განიცადა, როცა პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, მარინე შეეძინა, შემდეგ კი - შვილიშვილი გიორგი.
ვიდრე პლეხანოველი გახდებოდა, ბატონი გურამი მთაწმინდაზე ცხოვრობდა, ყიფიანის ქუჩაზე. რვა წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა მთაწმინდის უბანი დატოვა და პლეხანოვზე გადავიდა. პირველი ტაშით პიონერთა სასახლეში დააჯილდოვეს, როცა გიორგი ლეონიძის ლექსი "არ დაიდარდო, დედაო" წაიკითხა. მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არც უფიქრია, რადგან ბავშვობიდან არტისტულ წრეში იზრდებოდა. თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის რექტორიც აკაკი ხორავა იყო, ყოველგვარი პროტექციის გარეშე მოხვდა, შემდეგ კი მისთვის საყვარელ თეატრში, რუსთაველის სცენაზე აღმოჩნდა. ბატონმა გურამმა, მთელი თავისი ცხოვრება ღირსეულად განვლო. მისი დიდი როლი მიუძღვის მთლიანად ქართული კულტურის განვითარებაში. ღმერთმა აცხონოს მისი სული. 208 7-ს მოსწონს 4-ს არა
|