სხვა რეი ჩარლზი ხშირად ტიროდა. სევდიანი გენიოსი ეროტიკული ხმით 2013, 22 ივლისი, 15:29 ![]() ![]() ![]() როდესაც რეიმ შემთხვევის ადგილზე დედა მიიყვანა, უკვე გვიანი იყო.. ძმის გარდაცვალების შემდეგ მას გლაუკომა განუვითარდა. დედამ სად არ წაიყვანა, მაგრამ ექიმების პასუხი სასტიკი იყო. მან ორ წელიწადში მხედველობა მთლიანად დაკარგა. დღეს ოფთალმოლოგები ამბობენ, რომ მას მხედველობას შეუნარჩუნდებდნენ. რეი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ცხოვრებაში გზა დედამ და მუსიკამ გაუკაფეს. დედამ თავიდანვე შეაჩვია ყველანაირ შრომას - შეშას აჩეხინებდა, არეცხვინებდა, ისეთ მძიმე სამუშაოს ასრულებინებდა, რომ მეზობლები საყვედურობდნენ, დედამისი კი პასუხობდა, რომ შვილი უსინათლოა და არა ჭკუასუსტი. მას ყველაფრის გაკეთება უნდა შეეძლოს, იმის, რაასაც სხვა ადამიანები აკეთებენ, ცხოვრებაში გამოადგებაო. დედის წყალობით, რეიმ იქამდე ისწავლა ყველაფერი, ვიდრე მხედველობას საბოლოოდ დაკარგავდა. ყველაზე უკეთ მუსიკა იცოდა და დედამისმა გადაწყვიტა მისთვის ისეთი საწავლებელი მოეძებნა, რომლის დამთავრების შემდეგ კარგი მუსიკოსი გამოვიდოდა. დიდი ძებნის შემდეგ იპოვეს კიდევაც და რეი წმინდა ავგუსტინეს სახელობის უსინათლოთა და სმენადაკარგულ სასწავლებელში მოხვდა. იქ ბრაილის სისტემით კარგად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, კომპოზიცია და სხვა საკრავებსაც დაეუფლა. ცხოვრება უხაროდა, რადიოებისა და მანქანების შეკეთებაც ისწავლა. მოულოდნელად დიდი უბედურება შეემთხვა - 15 წლისას უახლოესი ადამიანი, დედა გარდაეცვალა. მისთვის ეს ცხოვრების უდიდესი ტრაგედია იყო. მას შემდეგ რეიზე, როგორც საკუთარ შვილზე, მერი ჯეინი, მამამისის პირველ ცოლი ზრუნავდა. იგი უკეთილშობილესი ადამიანი იყო, რეი მასაც დედას ეძახდა. რეი ხშირად ამბობდა, რომ მისთვის, როგორც შავკანიანისთვის, ბევრი რამ ძალზე რთული იყო. რასობრივ უთანასწორობას ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა, მაგრამ ამას ირონიით უყურებდა, უსინათლო ბიჭისთვის სულ ერთია, რა ფერის კანი აქვს ადამიანსო - ამბობდა იგი. ![]() რეი ჩარლზი ქალებს თავისი იუმორის გასაოცარი გრძნობით ხიბლავდა. მას ძალზე რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა, ორი ცოლი ჰყავდა და ორივეს გაეყარა. დარჩა 12 შვილი, 20 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი. თავის უბედურ და ბედნიერ რომანებზე იგი სიმღერებს წერდა. ვერც მან აიცილი მუსიკოსების სენი - ჰეროინით გატაცება. ამისათვის დააპატიმრეს კიდეც და პირობითად 5 წელი მიუსაჯეს. ნარკოტიკს პირველად 16 წლისამ გაუსინჯა გემო და მხოლოდ 17 წლის შემდეგ დაანება თავი. ჰეროინს ლოს ანჯელესის კლინიკაში ერთწლიანი სერიოზული მკურნალობის შემდეგ გადაეჩვია. როდესაც ჰკითხეს, რა ოცნება გაქვთო, გაიცინა და თქვა: "14 "გრემი" და მუსიკის სფეროში არსებული ყველა პრიზი მოვიპოვე. კარნეგი ჰოლში გამოსვლაზე ვოცნებობდი და იქაც დავუკარი. ჩემი ჯგუფის შექმნა მინდოდა და შევქმენი. მთელი მსოფლიოს შემოვლა მინდოდა და შემოვიარე. საოცნებო აღარაფერი დამრჩა." 394 17-ს მოსწონს
|