x
image
nukrichanturia
მსოფლიოს საუკეთესო ცეკვები (+ვიდეოები)
ცეკვას ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიოს საუკეთესო ცეკვების ტოპ ათეული.

1. ტანგო. არგენტინელი ხალხის ცეკვაა. სიტყვა "ტანგო" აფრიკული წარმოშობისაა. ამჟერად მისი ცეკვის მრავალი ფორმაა გავრცელებული.

image








































2. ფლამენგო. ფლამენგო ესპანური ცეკვაა, რომელიც მსოფლიოში პოპულარულ ცეკვად ითვლება. მისი ცეკვა წარმოუდგენელია, სიმღერის და მუსიკის გარეშე. აუცილებლად გიტარის თანხლებით. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, "ფლამენგო" ესპანელი ბოშების მიერაა შექმნილი, რომელიც შემდეგში ესპანელებმა აიტაცეს.

image
























3. აღმოსავლური ცეკვა. (მუცლით ცეკვა). ეს ცეკვა არაბული ნაციონალური ცეკვაა. მისი შესრულება ბევრ შრომას მოითხოვს.

image

4. კლასიკური ინდური ცეკვა. იგი ერთ-ერთი უძველესი ცეკვაა. მისი ცეკვის 4 ფორმაა გავრცელებული, ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში.

image
















































5. რუმბა. რუმბა კუბური ცეკვაა. იგი მეცხრამეტე საუკუნეში, ჰავანაში ჩაისახა. იგი ერთ-ერთ ყველაზე ეროტიკულ ცეკვად ითვლება მთელ მსოფლიოში. ვარაუდობენ, რომ სიტყვა "რუმბა"ერთ-ერთი კუბური საცეკვაო ჯგუფისგან მომდინარეობდეს, რომელსაც ერქვა - sumboso orquestra. ასევე იგი შეიძლება მომდინარეობდეს, ესპანური სიტყვიდან - rumbo, რაც კუბურად გზას ნიშნავს.

image












































6. ირლანდიური ცეკვები. იგი ირლანდიაში მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩაისახა. ყველაზე პოპულარული გახდა 1994 წლიდან, მას შემდეგ რაც მსოფლიომ რივერდანსის შოუ იხილა.

image




















7. სალსა. სალსა მრავალი სტილისა და ვარიაციის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. იგი ლათინო-ამერიკულ ცეკვად ითვლება.

image




















8. ჰიპ-ჰოპი. ეს დღესდღეობით ყველაზე მოდური ცეკვაა რიტმული მუსიკის თანხლებით შესრულებული.

image



















9. ჩა-ჩა-ჩა. ეს ცეკვა წარმოიშვა კუბაში. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

image








































10. კავკსასიური ცეკვები. კავკასიის რეგიონი მრავალი ერისაგან შედგება და ამიტომაც კულტურა მეტად მრავალფეროვანი და მდიდარია. ეს ცეკვა მას შემდეგ გახდა მსოფლიოში ცნობილი, როცა სუხიშვილებმა 20 საუკუნის 30-იან წლებში, მსოფლიოს ცეკვების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ეს ფესტივალი ლონდონში ჩატარდა.

image






















3
946
9-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
946
  
2013, 30 ივნისი, 21:52
არაფრის
2013, 30 ივნისი, 21:49
ვისიამოვნე ნამდვილად სტატიით და ვიდეოებით. მადლობა.
2013, 30 ივნისი, 17:58
ერთადერთი ცეკვა რომელიც ალამაზებს ადამიანს , ნუ ეს ჩემი აზრია,არის ქართული ცეკვები ...
0 1 3