სხვა კეტი ჰოლმსის ახალი რომანი 2013, 27 ივნისი, 16:25 ახალი წლის დღეებში ჰოლივუდში ახალი ჭორიც გავრცელდა - კეტი ჰოლმსმა და ჯეიკ ჯილენჰალმა რომანი გააჩაღეს. ორივენი ნიუ იორკში ცხოვრობდნენ, ორივენი ბროდვეის სპექტაკლში თამაშობდნენ და ამ ეტაპზე ორივენი მარტონი იყვნენ. ბოლოს, წყვილი ერთად შენიშნეს ნიუ იორკის რესტორანში. ერთ-ერთი ტაბლოიდში ისიც ეწერა, რომ ვახშმის შემდეგ კეტიმ და ჯეიკმა ფეშენებელურ სასტუმროში გადაინაცვლეს. ამ ამბავის გახმაურებამ ორივე მსახიობი გააღიზიანა. კეტიმ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტური სისულელეა, ჯეიკმა კი მას ფაბრიკაცია უწოდა. არადა ჰოლივუდში ხომ სწორედ ასე იწყება ნამდვილი რომანები. 8 1-ს მოსწონს 1-ს არა
|