x
image
ეკა.
იცოდით რომ ? ( 30 საინტერესო და უცნაური ფაქტი)
image










1. "ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია" - გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიშია.

2. პირველ ყოფილი კამერით, რომ გადაიღოთ სურათი რვა საათი უმოძრაოდ უნდა იყოთ.

3. ჩეროფობია არის გართობის შიში.


4. კონსერვის გასახსნელი კონსერვის შექმნიდან 48 წელიწადში გამოიგონეს.

5. სირაქლემას კვერცხის მოხარშვას მინიმუმ 4 საათი ესაჭიროება.

6. მარწყვი უფრო მეტ "ც ვიტამინს" შეიცავს ვიდრე ფორთოხალი.

7. საშუალოდ ფრანგები წელიწადში 500 ლოკოკინას ჭამენ.

8. ადრე ტომატი საწამლავად მიიჩნეოდა და საკვებად არ მოიხმარდნენ.

9. ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჯილებს სიკვდილით დასჯის დროს ნემსით მომაკვდინებელი წამლის შეყვანამდე სპირტით ინექციას უკეთებენ, რათა ინფექციის შეჭრის ალბათობა აირიდონ თავიდან.

10."ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმ კაცისთვის, ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა" - ეწერა ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ქვაზე.

11. დაძაბული ფიქრის დროს ადამიანი უამრავ კალორიას წვავს.

12. ტიბეტურ ენაზე ლამა ყველაზე მაღალს ნიშნავს.

13. მეფე ჰენრი VIII-ს ნაჯახთან ერთად ეძინა.

14. ოსტანკინოს სატელევიზიო ანძა ყველაზე მაღალია ევროპაში.

15. აფრიკაში 2000-მდე განსხვავებულ ენაზე საუბრობენ.

16. კრემლის გალავნის საერთო სიგრძე არის 2235 მეტრი.

17. კომპიუტერული ფირმა "DELL"-ის პირველი რეკლამა პიცის ყუთის უკან განათავსეს.

18.1863 წელს ფეხბურთის ასოციაციაში არსებობდა დებულება, რის მიხედვითაც ყოველ გატანილ გოლზე მოთამაშე გუნდებს კარები უნდა შეეცვალათ.

19. მხოლოდ აფრიკაში აღმოაჩინეს 900-ზე მეტი ფინველთა სახეობა, რაც მსოფლიო ფრინველთა სახეობის 10 %-ს შეადგენს.

20. ცხელი წყალი უფრო მძიმეა ვიდრე ცივი.

21. პეტერბურგში არსებული მეტროს სადგური ყველაზე ღრმაა მსოფლიოში და იგი იმყოფება ზედაპირიდან დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეზე.

22. ურალის მთები არის უძველესი მსოფლიოში.

23. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი მაკდონალდსი, შვიდას ადგილიანი, მოსკოვსა და პეკინშია.

24. რუსული ენა მსოფლიოში ხუთ ყველაზე გამოყენებადი ენიდან ერთ-ერთია.

25. ერთი კილოგრამი თაფლის შესაგროვებლად ფუთკარმა უნდა იფრინოს სამი ათასი კილომეტრი და ცხრამეტ მილიონ ყვავილს ეწვიოს.

26. მკვლევარებმა ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ აღმოაჩინეს სამოცდაჩვიდმეტი ტბა, რომელთა სიღრმე 125 მეტრია.

imageimage

27. ღრუბელი ცაში გამოიყურება როგორც უწონო, მაგრამ იცით რომ ჩვეულებრივი ღრუბელი იწონის დაახლოებით მილიონ ტონას.

28. სირაქლემას თვალი უფრო დიდი აქვს, ვიდრე ტვინი.

29. ბეჰემოტი წყალში მშობიარობს.

30. ანდორა ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც საფოსტო გზავნილები უფასოა.

3
271
3-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
271
  
2014, 7 აგვისტო, 17:40
აუ შენ პროფილის სურათზე რო მულტფილმია ძაან მიყვარს და სახელი დამავიწყდა და ხო ვერ მომწერ?:):):):):):):):)
2014, 3 აგვისტო, 18:17
:)))))
2014, 14 ივლისი, 0:45
მაგარი იყო და ძაან მომეწონა:D
0 1 3