სხვა შვილი ჩემზე და თავის ქმარზე ეჭვიანობს... 2015, 19 მაისი, 18:52
"ჩემი შვილი ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც ჩემზე ხუთი წლით არის უმცროსი. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მათი ქორწინების, რადგან მეთვითონ ცხრაწლით უფროსს გავყევი ცოლად და შემდეგ სულ ვნანობდი, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი, გემოვნება, აზრები და შეხედულებები გვქონდა ყველაფერზე და ვერასდროს ვერაფერში ვერ ვპოულობდით საერთოენას. მართალია, ძალიან იშვიათად ვჩხუბობდით ამის გამო, მაგრამ ეს ხელოვნური მშვიდობიანი თანაარსებობა ყოველთვის ჩემი დათმობების შედეგი იყო, რაც ძალიან მძიმედ გადასატანი ხდებოდა ჩემთვის, რადგან, ჩემმა ქმარმა წესად შემოიღო, რომ მთავარი და გადამწყვეტი მისი აზრიიყო, მე კი ყოველთვის სისულელეს ვამბობდი. მართალია, ამყველაფრის მიუხედავად, ქმარი არ მძულდა, მაგრამ, არც მისი სიყვარულით ვიწვოდი. პატივს ნამდვილად ვცემდი, თუმცა, ეს პატივისცემაც მის მიერ იყო დაწესებული. თუმცა, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ის გარდაიცვალა – სახლში მარტო რომ დავრჩი და დღე ისე დასრულდა, რომ ბრძანების გამცემი და „პროგრამის მიმცემი“ აღარავინ იყო, მშვენივრად მოვაბი თავი ყველაფერს და... ვიგრძენი, რომ საკმაოდ გონიერი და მოხერხებული ადამიანი ვყოფილვარ. ერთი კვირის შემდეგ უკვე ყველა კომპლექსი მოხსნილი მქონდა და შესანიშნავად ვუძღვებოდი საქმეებს, თან, აბსოლუტურად მომეხსნა დაძაბულობისა და უმწეობის შეგრძნება, რაც ასე ღრმად ჩამინერგა ჩემმა ცხონებულმა ქმარმა. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე რომ მქონდა გამოცდილი, სწორედ ამიტომ არ მინდოდა, ჩემი შვილი ლამის მამის ტოლ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: მის მეტს არავის გავყვები. ვუყვარვარ და, თანაც, ამდენით უმცროსი რომ ვარ, განსაკუთრებით გამანებივრებსო. ჩემი სიძე ძალიან ნაკითხი და მრავალმხრივ განათლებული კაცი აღმოჩნდა, თანაც, ძალზე სასიამოვნო მოსაუბრე. ყველა საკითხში არაჩვეულებრივად ერკვევა და ნებისმიერ თემაზე საუბრისას ბევრს ჩაისვამს ჯიბეში. მეც არ ვარ უწიგნური და გაუნათლებელი (რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე და ამას საკუთარ თავს ვაბრალებ, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხზე სათანადოდ არ ვიზრუნე, როცა დრო იყო) და ძალიან მიყვარს ადამიანებთან ინტელექტუალური საუბრები. ამიტომ, მე და ჩემი სიძე, როცა კი ამისი დრო მოგვეცემა, საათობით ვსაუბრობთ ან ვკამათობთ ამა თუ იმ საკითხზე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ჩემი შვილი კი, იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან ერთად დაჯდეს და, თუ ვერაფერს იტყვის, მოისმინოს მაინც, გაბუტული გარბის ოთახიდან. ამას წინათ, ლამისაა, ეჭვიანობის სცენა მოაწყო: ქმარს განუცხადა, დედაჩემთან უფრო პოულობ საერთოს და, თუ ასე მოგწონდა ბებერი ქალები, პატარა გოგოს რატომ ირთავდი ცოლადო. თან, ამ ტუტუცმა და სულელმა, ეს ყველაფერი ჩემი თანდასწრებით უთხრა. საწყალი კაცი ისეთ დღეში ჩავარდა, აღარ იცოდა, რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო. მე ხომ მთლად უარესი დღე დამადგა. ისე გადავირიე ამ სიტყვებზე, რომ თავი ვეღარ შევიკავე და სილა გავაწანი ამხელა გოგოს. ამ არანორმალური, უტაქტო საქციელის გამო, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩემს შვილთან აღარ დავდივარ – აღარ მინდა, რომ ჩემი სიძე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო" - წერს 46 წლის ოლიკო.
73 2-ს მოსწონს
|