სხვა ნუკი კოშკელიშვილის ფოტოები (ბევრი უცნობი ფოტო) 2013, 20 იანვარი, 20:05 ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1989 წლის ექვს ივნისს. ის პირველად "მის საქართველოს" კონკურსზე გამოჩნდა, სადაც მის ტელეგენურობა და მის ინტელექტი გახდა. შემდეგ ის "იმედის დილის" ერთ-ერთ წამყვანად მოგვევლინა. ამის შემდეგ იყო სერიალში "კლინიკა" სადაც მთავარი როლი შეასრულა. არ გასულა დიდი დრო და ის უკვე ახალი გადაცემის "ყოფილი ცოლების კლუბის" სტუდიას ამშვენებდა ია ფარულავასთან და სალომე გოგიჩაიშვილთან ერთად, რომელიც საკმაოდ რეიტინგული გამოდგა. ასევე იყო არა ერთი რეალითი შოუ და კონკურსი, სადაც ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა. სერიალებში "გოგონა გარეუბნიდან" და "შუა ქალაქში" ეპიზოდური როლები შეასრულა. ახლა ის დილის ეთერის წამყვანია. ნუკი ბავშვობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა, იქნებ ამიტომაც უყვარს ეს სეზონი ყველაზე მეტად. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ერთ-ერთი დაბადების დღიდან გამოჰყვა. 9 წლის იყო და ეგონა რომ თბილისში მოფრინავდა. თვითმფრინავში ჩაეძინა და რომ გაიღვიძა პარიზის "დისნეი ლენდში" აღმოჩნდა. სიურპრიზი რომელიც მშობლებმა მოუწყვეს მართლაც გამაოგნებლად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ნუკის ჰყავს ულამაზესი და ბუბუ. მას მიაჩნია რომ ბუბუ მასზე გაცილებით გემოვნებიანი და ჭკვიანია. ზოგჯერ ისეთი გააზრებული რჩევა მიუცია უმცროს დას, თვითონ აზრადაც რომ არ მოუვიდოდა. ნუკის ყველაზე ახლობელი დედაა. მან გაცილებით მეტი იცის ნუკიზე, ვიდრე თავად ნუკიმ. ბავშვობაში შეყვარებული ხშირად ყოფილა. ზოგჯერ იმიტომ რომ ის ვიღაც ჭკვიანი იყო, ზოგჯერ ლამაზი, ზოგჯერ კი სულაც არავიზე. 1458 10-ს მოსწონს
|