x
image
ეკა.
პრინცი უილიამი ახალი წლის ღამეს ადამიანებს ეხმარებოდა

ორივე ბრიტანელი პრინცი გულმოდგინედ მსახურობს - უილიამი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ვერტმფრენის პილოტის სტატუსით ეხმარება ადამიანებს, ჰარი კი ავღანელ თალიბებს ანადგურებს. ამიტომაც იყო, რომ სწორედ საახალწლოდ თალიბების ლიდერმა მას "მთვრალი ტურა" უწოდა. 31 დეკემბრის ღამეს ბრიტანეთის დედოფლის უფროსი შვილიშვილი, პრინცი უილიამი კვლავ შტურვალთან იჯდა. 00:13 საათზე ქალაქ ბლეკპუტიდან გაისმა განგაშის ხმა - ორი მამაკაცი, რომლებიც ძაღლს ასეირნებდნენ, ტალღამ ზღვაში მოისროლა. ერთ-ერთმა მათგანმა ხმელეთზე გამოარწია და მაშველები გამოიძახა. 41 წლის მამაკაცი ვერ იპოვეს, თუმცა კი მის ძიებაში სამხედრო საჰაერო ძალები და სანაპირო დაცვა იყო ჩართული. ვერტმფრენი, რომელსაც უილიამი მართავდა, მაშველებს პროჟექტორების შუქს ანათებდა.

0
9
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა.
ეკა.
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0