სხვა ახალ ზელანდიაში ოსკაროსანი რეჟისორი დაიხრჩო 2013, 27 ივნისი, 15:44 ხმის რეჟისორი მაიკლ ჰოპკინსი, რომელიც პიტერ ჯეკსონის ფილმებზე, "ბეჭდების მბრძანებელსა" და "კინგ-კონგზე" მუშაობდა, ახალ ზელანდიაში მდინარეში დაიხრჩო. ჰოპკინსი გასაბერი ტივებით ლაშქრობაში მონაწილეობდა, ტარარუას ტყიან პარკში. ძლიერი წვიმების გამო მდინარეში წყალმა მკვეთრად იმატა და ხმის რეჟისორი ტივიდან ტალღამ გადააგდო. მისი სხეული რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს მდინარეში. ტივზე კიდევ იყო ლაშქრობის ორი მონაწილე, მათ შორის ჰოპკინსის ცოლიც, თუმცა ისინი არ დაზარალებულან. ჰოპკინსი 53 წლის იყო. ახალზელანდიელმა ხმის რეჟისორმა ორი "ოსკარი" მიიღო, "ბეჭდების მბრძანებელისა" და "კინგ-კონგისთვის". ასევე ნომინირებული იყო "ოსკარზე" "ტრანსფორმერებისთვის". 31 3-ს მოსწონს
|