იტალიელი ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის მეუღლე, ილარი ბლაზი, სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ძალას არ იშურებს და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მისი მცდელობები ამ კუთხით, როგორც წესი, ქალბატონი ილარის სასარგებლოდ სრულდება.
”რომას” ლეგანდარული კაპიტნის მეუღლე პერიოდულად სტუმრობს პლასტიკური ქირურგიის კლინიკებს და სადაც განახლება სჭირდება, სხეულის იმ ნაწილებს “ირემონტებს”. ამის მიუხედავად, ილარი ბლაზის არაერთხელ უთქვამს, რომ მხოლოდ ბოტოქსით სილამაზე ვერ მიიღწევა და სილამაზის მოსაპოვებლად გამუდმებული დიეტა და ვარჯიშებია საჭირო.
ამასწინათ, ილარი ბლაზი რომში მდებარე ერთ-ერთ კლინიკას ეწვია და არც ჟურნალისტებთან დაუმალავს, რომ ექიმებთან მისი სტუმრობის მიზეზი ნაოჭების გასწორების სურვილი იყო. ფაქტია, რომ წლები თავის საზარელ კვალს ილარი ბლაზისნაირ მშვენიერ ლამაზმანებსაც ატყობს...
www.worldsport.ge