შოუბიზნესი როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც ნანუკა გოგიჩაიშვილის გულს დაიპყრობს(+ფოტოები ნანუკას მობილურიდან) 2013, 26 ივნისი, 10:32 ნანუკა გოგიჩაიშვილი დაიბადა 1989 წლის 22 ივლისს, ცნობილი გოგიჩაიშვილების ოჯახში. მისი მამა, გიორგი გოგიჩაიშვილი და დედა, ნათია ბანძელაძე ყველასთვის კარგად ცნობილი სახეები არიან მთელს ქართულ ტელესივრცეში. არანაკლებ ცნობილი პიროვნებაა ნანუკას ბაბუაც. მას ყავს კიდევ ერთი და ნინუცა.
ნანუკა იყო პირველი ვიცე-მის საქართველო 2009 წელს და ამის შემდეგ, 2010 წელს მან ლას-ვეგაში გამართულ მის სამყაროზე მიიღო მონაწილეობა. არის სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" მოდელი.
გარდა მოდელობისა ნანუკა ტელეწამყვანიც არის, იგი მუშაობს "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში, საიდანაც ამინდის პროგნოზს გვამცნობს დილაობით.
ერთი სიტყვით ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მისი დილა ძალიან ადრე იწყება და სახლშიც გვიან უწევს დაბრუნება, ამიტომ ოჯახის წევრებს მთელი დღის განმავლობაში იშვიათად ხედავს.
პირადი ცხოვრების შესახებ კომენტარს არ აკეთებს, რადგან არ უყვარს როცა მისი პირადი ცხოვრება საჯარო ხდება. მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მალე ყველაფერს იტყვის.(თუ რის თქმას აპირებს ნანუკა, საინტერესოა, ეტყობა არსებობს ადამიანი, რომელმაც მისი მოხიბვლა მოახერხა, რასაც იგი საგულდაგულოდ მალავს). ხოლო იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ ნანუკას გული მოიგოს, მან აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში თითქმის ყველანაირი ადამიანი ყოფილა, მაგრამ ჯერ გარკვეული აზრი არ გააჩნია და ისიც ვერ გაუგია თუ რა უნდა. იდეალურ მამაკაცად კი მიიჩნევს, საკუთარ მამას გოგიჩას(გიორგი გოგიჩაიშვილს), რომელიც არის ძალიან კეთილი, იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული და განათლებული. ამიტომ კონკრეტულ ადამიანზე რომ თქვას მომწონსო, მისთვის ეს ძალიან ძნელია. 352 6-ს მოსწონს 1-ს არა
|