იტალიის ექსპრემიერ-მინისტრსა და “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის არასრულწლოვან მეძავთან სექსუალური კავშირის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ეგრეთ წოდებულ “რუბის საქმეზე” სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა და მისი შედეგით დონ სილვიო კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მაროკოელ არასრულწლოვან გოგონა რუბის, რომლის მომსახურებითაც ბერლუსკონი 2010 წელს სარგებლობდა. ამასთან, ექსპრემიერს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასაც ედავებიან, რადგან სილვიომ სწორედ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით გაათავისუფლა გოგონა პოლიციის ტყვეობიდან.
გარდა შვიდწლიანი პატიმრობისა, 76 წლის ბერლუსკონის სიცოცხლის ბოლომდე ეკრძალება იტალიაში რაიმე სახელმწიფოებრივი თანამდებობის დაკავება. მაგრამ ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, მას რამდენჯერმე შეუძლია განაჩენის გასაჩივრება და ეს პროცესი შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდეს. აღსანიშნავია, რომ “რუბის საქმის” განხილვა 2011 წლის აპრილში დაიწყო და ახლაღა დასრულდა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge