x
image
natia.a
გასახდომი შოკოლადი შექმნილია!
image

ლონდონში მცირე საკონდიტროს მფლობელი და შოკოლადის დიდი მოყვარული, ანიშ პოპატი ამტკიცებს, რომ მიაგნო შოკოლადის „ფორმულა-სასწაულს“, რომელიც ისეთი ნუგბარის შექმნის საშუალებას იძლევა, რაზეც დიეტაზე მყოფი ადამიანები გამუდმებით ოცნებობენ.



imageმათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, 25 წლის ანიშის მტკიცებით, მის მიერ შექმნილი ფორმულით მიღებული შოკოლადი არა თუ „არ ასუქებს“, არამედ რეალურად უწყობს ხელს წონაში კლებას. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ამ ფორმულის მიხედვით კაკაო ერევა არომატიზირებულ წყალს და არ შეიცავს არანაირ კარაქსა თუ ნაღებს. ამგვარად მიღებული შოკოლადის კალორიულობა (50გ.) არ აღემატება 20 კალორიას, მაშინ, როცა ჩვეულებრივი შოკოლადის (50გ.) ენერგეტიკული ღირებულება 240 კალორიაზე მეტს შეადგენს.



„შოკოლადისადმი ჩემმა უსაზღვრო სიყვარულმა გადამაწყვეტინა პრაქტიკაში გამომეყენებინა მთელი ჩემი თეორიული, ძირითადად მათემატიკური ცოდნა, რათა შემექმნა ისეთი უნიკალური რეცეპტი, რომელიც შეინარჩუნებდა თავის საგემოვნო თვისებებს და ამავდროულად არ ავნებდა ფიგურას“ - აცხადებს დამწყები კონდიტერი.




imageბრიტანეთის დიეტოლოგიის ასოციაციის წარმომადგენელი, სარა შენკელი ახალი შოკოლადის მიმართ დადებითად არის განწყობილი: „რამდენადაც ეს ტკბილეული შეიცავს ძალიან დაბალ კალორიებს და წყალს, ეს შეიძლება სასარგებლო იყოს დიეტაზე მყოფი, მაგრამ ტკბილეულის მოყვარული ადამიანებისთვის“ - ამტკიცებს დიეტოლოგი.



კონდიტერ-მათემატიკოსი ამაყობს თავისი გამოგონებით და იმედი აქვს, რომ ახალი შოკოლადი ბრიტანეთის საუკეთესო რესტორნების დესერტის მენიუში აღმოჩნდება. ამასთან, იგი გეგმავს თავისი ტკბილეულის მაღაზიის გახსნას, სადაც ყველა მსურველს შეეძლება „გასახდომი შოკოლადის“ შეძენა.

1
121
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
121
  
2013, 25 ივნისი, 10:20
მომიტანეთ ეს შოკოლადი სასწრაფოდ, მჭირდებაა
0 1 1