საზოგადოება ჩინელმა ქალმა ჯერ ქმარი გაიტანა,ერთი წუთის შემდეგ კი თვითონაც მოკვდა 2013, 24 ივნისი, 20:52 ჩინეთში ქალმა ავტომობილით ჯერ ქმარი გაიტანა პარკირების დროს, ხოლო ერთ წუთში თვითონაც მოკვდა.ქალმა მართვის მოწმობა 5 თვის წინ აიღო, იუწყება South China Morning Post-ი.იგი უშედეგოდ ცდილობდა მანქანა გარაჟში დაეყენებინა, ქმარს სთხოვა გადასულიყო ავტომობილიდან და სწორი მიმართულება ეჩვენებინა, შედეგად ცოლმა ქმარი კედელზე მიაჭყლიტა, როგორც სჩანს, ერთმანეთში აურია სატერფულები "გაზი" და"მუხრუჭი", ქალმა მანქანის კარი გააღო, ენახა რა მოხდა, მანევრის დროს მან თავი კედელს მიარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.ფოტო ტრაგედიის ადგილიდან მომენტალურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და დიდი რეზონანსი გამოიწვია, წყვილს ორი გოგონა დარჩა ობლად. 203 3-ს მოსწონს
|