საზოგადოება წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი ნიცა კაპანაძე "ფეისბუქით" აღმოაჩინეს(+ ბევრი ფოტო) 2013, 24 ივნისი, 11:10 ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი, ანიამაციური ფილმების შემქმნელი, გია კერესელიძე პირველად გადაიღებს მხატვრულ ფილმს წმინდა ნინოს შესახებ. ემიგრანტმა რეჟისორმა მძიმე მისია აიღო საკუთარ თავზე. მისი სურვილია, რომ მის მიერ შექმნილმა ფილმმა კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო მაღალი დონის ფილმებს. ფილმის სახელწოდება იქნება "ნინო". ამ ფილმისთვის წმინდა ნინოს როლის შემსრულებელს, ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ და არჩევდნენ გოგონებს, მაგრამ უშედეგოდ. და ბოლოს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით აღმოაჩინეს გოგონა, რომელიც ძალიან მოეწონათ წმინდა ნინოს როლისთვის. ეს გოგონა არის 16 წლის, ნიცა კაპანაძე. საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ უკვე კურთხევა მისცა და წმინდა ნინოს შესახებ ფილმი სავარაუდოდ წლის დასასრულს დაიწყება. ნიცა კაპანაძისთვის კი ეს როლი იქნება პირველი და უკანასკნელი, ასეთია მოთხოვნა... ძალიან ლამაზი, სანდომიანი სახის ნიცა მაშინვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. იყვნენ ისეთები, რომლებიც დადებითად აფასებდნენ ნიცას წმინდა ნინოს როლისთვის, მაგრამ იყვნენ ის ადამიანებიც რომლებიც მკაცრად აკრიტიკებდნენ 16 წლის გოგონას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განთავსებული ფოტოების გამო. ეს ხომ ჩვეულებრივი ფოტოებია, არანაირი განსხვავებული, ისეთები როგორიც ყველა სოციალური ქსელის მომხმარებელს უდევს საკუთარ გვერდზე. მაგარამ რას მოითხოვდნენ მისგან გასაკვირია. ნიცაც ხომ ერთი ჩვეულებრვი მოზარდი გოგონაა და მხოლოდ იმიტომ რომ როლზე დაამტკიცეს ვერ იქნებოდა განსხვავებული. წმინდა ნინოს როლის შემსრულებელმა, ნიცა კაპანაძემ " ფეისბუქის" გვერდი გააუქმა. გთავაზობთ ნიცას ფოტოებს. 817 13-ს მოსწონს
|