შორენა ბეგაშვილი, ყველაზე სექსუალური ქალბატონი საქართველოში, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის გარშემო ჭორები და მითქმა-მოთქმა არასოდეს არ წყდება.
შორენა დაიბადა ქალაქ რუსთავში, 1982 წლის 8 ივლისს, მას დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში, მაგარამ საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ქართული "ფლეიბოისთვის" გაიხადა და მას შემდეგ მან მოირგო სექსუალური ქალის იმიჯი და ხშირად იღებენ ფილმებში, სადაც უფრო მეტად ეროტიულ სცენებშია. ასევე სხვადასხვა პერიოდში იყო სხვადასხვა გადაცემების წამყვანი. ახლა კი იგი სატელევიზიო გათამაშების, "იღბლიანი ბორბალის", ერთ-ერთი თანაწამყვანია დუტა სხირტლაძესთან ერთად.
შორენა ბეგაშვილი იყო გათხოვილი, მაგრამ მისი ოჯახი დაინგრა. მას ამ ქორწინებიდან ყავს ერთი ქალიშვილი, ევა.
შორენა ხშირად ეხვევა სკანდალში. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელისა და მისი სასიყვარულო რომანის შესახებ გავრცელებული ხმები იყო.
ახლა დასასვენებლად არის წასული ბულგარეთში. მზეს ეფიცხება, ირუჯება და თავისი სექსუალური სურათებით ანებივრებს საზოგადოებას.
როგორც ჩანს მომღერალი ანრი ჯოხაძეც აპირებს ბულგარეთში დასასვენებლად გამგზავრებას და რჩევას შორენას ფეისბუქის საშუალებით სთხოვს.
ეს კი შორენა ბეგაშვილის პირადი ფოტოები მისი მობილურიდან.