x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა Postimees-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს დატოვოს დიდი პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი წავა და შედგება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები."როგორც კი დამთავრდება საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური არენიდან წავა სააკაშვილი, მე მხოლოდ რამდენიმე დღეღა დავრჩები პოლიტიკაში"-განაცხადა ინტერვიუში ივანიშვილმა."მე არ მინდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ფსონები სულ ერთი ადამიანის გარშემო იდებოდეს, მჯერა, რომ ხელმძღვანელ პოსტებზე პატიოსანი და დემოკრატი ადამიანები დაინიშნებიან.აგრეთვე აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, მოსამართლეებს პრეზიდენტი სააკაშვილი ნიშნავდა, აგრეთვე აუცილებელია საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობა, ახალი სისხლია საჭირო"-დასძინა პრემიერმა.ივანიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა ჟურნალ "ტაბულას"რედაქტორი თამარ ჩირგოლეიშვილი-"ივანიშვილი მართლაც აპირებს დატოვოს პოლიტიკა, მაგრამ არ აპირებს ხელიდან გაუშვას მმართველობის სადავეები".შეგახსენებთ, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება.

1
232
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
2013, 24 ივნისი, 16:45
გვღუპაავს?!!
0 1 1