x
image
worldsport.ge
დაუშვილი “კარპატის” შეკრებაზე არ მიჰყვება

imageსაქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მურთაზ დაუშვილი, ლვოვის “კარპატის” სლოვენიაში შეკრებაზე არ მიჰყვება. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა football.ua იუწყება.
დაუშვილი და “კარპატის” კიდევ 8 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც ლევან ყენია არ ფიგურურებს, ხელფასის შემცირებასა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ დათანხმდა.
ამიტომ, კლუბის გენერალურმა დირექტორმა მათ განუცხადა, რომ სლოვენიაში შეკრებაზე არ გაემგზავრებოდნენ და ვარჯიში ლვოვში მოუწევდათ.


www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0