x
image
worldsport.ge
კონფედერაციის თასის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

imageმსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წინააღმდეგ ბრაზილიაში მიმდინარე საპროტესტო აქციები კონფედერაციის თასის დასრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
გუშინ გაუწყეთ, რომ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდძალი ფულის დახარჯვის წინააღმდეგ აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეს თანხები ქვეყნისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებას მოხმარდეს.
რადიო CBN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ბრაზილიაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია. ასევე გავრცელდა ცნობა, თითქოს ორმა დელეგაციამ კონფედერაციის დატოვების მზადყოფნა უკვე გამოთქვა. ივარაუდება, რომ ერთ-ერთი მათგანი იტალიაა, რადგან ამ ქვეყნის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები ბრაზილიაში ოჯახებითურთ იმყოფებიან.


wwww.worldsport.ge

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0