x
image
worldsport.ge
ნიკოლოზ გელაშვილი: “ყარაბაღში” თამაში ჩემთვის სასარგებლო იქნება”

imageაგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა, ინტერნეტგამოცემა azerisport.com-ტან საუბარში გაანცხადა, რომ ახალ გუნდთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტულის მოგება სურს.
- ახალ გუნდზე როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა?
- პირველი შთაბეჭდილება კარგია. გუნდში კარგი ატმოსფეროა. მეგობრული კოლექტივია.
- ამჟამად, როგორ სათამაშო ფორმაში ხარ?
- კარგში. თუმცა, თანდათან მომზადებასთან ერთად უკეთეს კონდიციებში ვიქნები. კარგ ფორმაში ყოფნა ჩემთვის აუცილებელია, რომ გუნდს დავეხმარო.
- ვიდრე კონტრაქტს გააფორმებდით, “ყარაბაღის” შესახებ რა იცოდით?
- ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თამაშობენ, საკმაო ინფორმაცია მომაწოდეს, რომელიც ძირითადად დადებითია. გუნდის სათამაშო სტილზეც ბევრი მიამბეს.
- “ყარაბაღში” თქვენს თანამემამულე გიორგი ადამიას უთამაშია. გულშემატკივრები მას “ბიდჟოს” ეძახდნენ. თქვენ რა გსურთ რომ დაგიძახონ?
- მინდა, რომ ნიკო დამიძახონ.
- განვლილ სეზონში, აგდამელებს შეტევაში პრობლემები ჰქონდათ. თქვენი მისვლის შემდეგ რამე შეიცვლება?
- დრო გვაჩვენებს. თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. მჯერა რომ გუნდს სარგებელს მოუტან.
- ნიკოს “ყარაბაღში” რა ამოცანა ექნება?
- პირველყოვლისა, მსურს წარმატებას ევროპის ლიგაში მივაღწიო. როგორც ვიცი, “ყარაბაღს” 17 წელიწადია ჩემპიონობა არ მოუგია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდმა ტიტული დაიბრუნოს.
- “ყარაბაღში” თამაშისას იმედი გაქვთ, რომ საქართველოს ნაკრებში მიგიწვევენ?
- “ყარაბაღი” ძლიერი გუნდია. მის რიგებში თამაში ჩემთვის სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, წარმატებას თუ მივაღწევ ნაკრებში გამომიძახებენ.


www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0