საზოგადოება მამაკაცმა მობილურით საკუთარი სიკვდილი გადაიღო(+ვიდეო) 2013, 21 ივნისი, 19:46 ლიპეცკის მკვიდრი, ევგენი ტიტოვი თავისი მობილურით იღებდა, თუ როგორ ანგრევდნენ ერთ-ერთი მაღაზიის ეზოში ძველ საცხოვრებელ ბინას. ნგრევის დროს თითქმის 10 მეტრი სიმაღლიდან შენობის მიწაზე დაცემისას, აგურები წარმოუდგენელი სისწრაფით გაიფანტა სხვადასხვა მხარეს. ევგენიასთვის ეს ნგრევა საბედისწერო გამოდგა. აიწია პანიკა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მაგრამ მას უკვე ვერ უშველეს. როგორც გარდაცვლილის ახლობელი ყვება, ტიტოვს ყველა ნეკნი დამტვრეული ჰქონდა, მენჯის ძვალი გატეხილი და ყველა შინაგანი ორგანო დაზიანებული და "თავისგან დარჩა მხოლოდ ფაფა". ექიმების მცდელობა უშედეგო გამოდგა და ევგენი ტიტოვი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების მტკიცებით, ვიდეოზე კარგად ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ევგენიასა და ნახევრად დანგრეულ შენობას შორის იმყოფებოდა და სწორედ ეს ადამიანი იყო ვალდებული დაეცვა მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები. ტიტოვის ახლობლები ამ მამაკაცს აკისრებენ მომხდარ უბედურებას. 728 8-ს მოსწონს
|