x
image
t.x.
მასწავლებელმა ბავშვი გარყვნა. იქნებ თანამედროვე "რომეო და ჯულიეტა" გამოჩნდა?

image16 წლის გოგონა შეჰპირდა თავის მასწავლებელს - ჯერემი ფორესტს, რომ დაელოდება, სანამ ის ციხიდან გამოვა. 30 წლის მასწავლებელი ჯერემი ფორესტი გასულ ღამეს დააპატიმრეს. მას შვიდწლიანი პატიმრობა ელოდება 15 წლის გოგონას გარყვნისთვის(ახლა უკვე 16 არის). ფორესტი მათემატიკის მასწავლებელია. მისმა მეგობარმა განაცხადა, რომ გოგონას და მასწავლებელს ერთმანეთი ძალიან უყვართ და მოზარდი აპირებს მის ციხეში მონახულებას. როგორც შემდეგ გაირკვა, მათ შვიდთვიანი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ამის შემდეგ გოგონა საფრანგეთში წაიყვანეს. აქ კი ვეღარ მოითმინა ფორესტმა და თავის გრძნობებზე ღიად ალაპარაკდა სოციალურ ქსელებში. პროკურორმა გოგონას ასაკიდან გამომდინარე, მაგალითად "რომეო და ჯულიეტა" მოიყვანა, მაგრამ ის იდიოტად მოიხსენიეს და შეახსენეს, რომ მათი სიყვარული ტრაგიკულად დამთავრდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფორესტს ოჯახი ჰყავს. როცა ფორესტი ჩვენებას აძლევდა, გოგონა სწერდა: "ისე ვარ აღშფოთებული, რომ ვერ ვიძინებ". ასევე ცნობილია მისი წერილი, რომელიც საკუთარ დაბადების დღეს დაწერა, სადაც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 16-ის გახდა, გრძნობები ოდნავადაც არ შესცვლია. ფორესტი ციხეშია მოთავსებული პედოფილიის ბრალდებით. როცა ფორესტს განაჩენი გამოუტანეს, ის და გოგონა ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ, მისი პატარა ვაჟი ატირდა. მამამ მხოლოდ ის უთხრა, რომ ძალიან წუხდა ამის გამო. ფორესტი და მოზარსი ერთმანეთს მის სახლში ხვდებოდნენ, როცა ემილი(ცოლი) მშობლების სანახავად იყო წასული. ისინი ხშირად სკოლის მიმდებარე სასტუმროსაც სტუმრობდნენ. ემილი კი ამბობს, რომ ცოლ-ქმარი კვლავ გეგმავდა შვილების გაჩენას.image

ფორესტი აცხადებს, რომ მას არაფერი ჩაუდენია სასირცხილო, თუმცა ის გოგონას ტელეფონით უგზავნიდა თავის შიშველ სურათებს. არც გოგონამ დააყოვნა და მანაც გააგზავნა ისეთივე სურათები, რასაც პოლიციის გამოხმაურება მოჰყვა. მოზარდს ჩამოართვეს ტელეფონი, მაგრამ სურათები ვეღარ ნახეს. მომდევნო დღეს კი ორივემ შეიღება თმები და ერთად გაიქცნენ. მალე პოლიციამ დააკავა.

გოგონას მშობლები მადლობას უხდიან პოლიციელებს, რომ მათი შვილი სახლში დააბრუნეს.

სკოლის მენეჯერი აცხადებს, რომ თებერვალში მან გააფრთხილა ფორესტი მოსწავლე გოგონების მისით ზედმეტად დაინტერესების თაობაზე. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აქამდე დამადასტურებელი ფაქტები არ ჰქონია და წუხს, რომ მასწავლებელმა ბოროტად ისარგებლა მის მიმართ მინიჭებული ნდობით.

3
360
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
360
  
2013, 22 ივნისი, 22:23
ვაიმეე მოკლედ სულ გადაირია ეს ხალხი :დ
2013, 21 ივნისი, 22:54
რას აღარ გაიგებ
0 1 3