შოუბიზნესი "მის ამერიკა 2013"-ის გამარჯვებული 25 წლის ერინ ბრედი გახდა(+კონკურსანტების ფოტოები) 2013, 17 ივნისი, 20:13 ლას-ვეგასში 16 ივნისს გაიმართა "მის ამერიკა 2013". ამ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა 25 წლის ერინ ბრედი კონექტიკუტიდან. როგორც ყოველ წელს, ახლაც ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გოგონებმა ამერიკის ყველა შტატიდან. გოგონები, მაყურებლის წინაშე, პოდიუმზე წარსდგნენ ძვირადღირებულ საღამოს კაბებში და საცურაო კოსტიუმებში. კონკურსანტებს წამყვანები და ჟიურის წევრები უსმევდნენ დამაბნეველ კითხვებს სხვადასხვა თემებზე. ჟიურის გული კი მოიგო ერინ ბრედმა, რომელიც სპეციალობით ფინანსებისა და სისხლის სამართლის ექსპერტია და მუშაობს მთავარ ბუღალტრად. პრიზის სახით ახალმა "მის ამერიკამ" მიიღო გვირგვინი, ნიუ-იორკის ცენტრში აპარტამენტები ერთი წლით, პიარ-ჯგუფის მომსახურება და ნიუ-იორკის კინოხელოვნების აკადემიაში ორი წლიანი სწავლება. ასევე კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულს ევალება მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პროპაგანდა გაუწიოს მკერდის და საკვერცხეების კიბოსგან დაცვას. გარდა ამისა ერინი მონაწილეობას მიიღებს კონკურსში "მის სამყარო 2013", რომელიც გაიმართება მოსკოვში 2013 წლის 9 ნოემბერს. კონკურსში "მის სამყარო 2013"-ის გვირგვინისათვის ერთმანეთს 90 ქვეყნის ლამაზმანი შეეჯიბრება. გამარჯვებული ერინი ბრედის ფოტოები: ახლა კი გთავაზობთ კონკურსანტთა ფოტოებს: 160 8-ს მოსწონს
|